ბექა კობახიძე: ხვალ არის მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესი… შავი დღეებია საქართველოში და კიდევ უფრო გაშავდება. ბოლოს, ყველას მოგადგებიან

“ხვალ არის მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze-ს სასამართლო პროცესი. წულუკიან-ს “კომისიის” ფარგლებში პირველი პოლიტიკოსია, ვისაც ბრალი წაუყენეს. რა გადაწყვეტილებას დაუწერენ ხვალ მოსამართლეს, ამის პროგნოზების გაკეთება არ მინდა, მაგრამ არ მაქვს კარგი მოლოდინი.
დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ “კომისიის” უფლებამოსილებას გააფართოებენ 2003 წლიდან დღემდე. ეს იმას ნიშნავს, რომ პანტა-პუნტით აღიძვრება საქმეები ყოფილ და მოქმედ პოლიტიკოსებზე და არამხოლოდ პოლიტიკოსებზე.
ძვირფასო პოლიტიკოსებო და საქართველოს მოქალაქეებო, რაც ხვალ ხდება, არ ეხება მხოლოდ ს. შავი დღეებია საქართველოში და კიდევ უფრო გაშავდება. ბოლოს, ყველას მოგადგებიან. ძალიან მნიშვნელოვანია როგორი სოლიდარობით შევხვდებით პირველივე სასამართლო პროცესს. ამიტომ, ხვალ მე ვიქნები სასამართლო დარბაზში. სოლიდარობისკენ მოგიწოდებთ ყველას. ძალიან მძიმე ამბები იწყება და ერთმანეთს უნდა გავაძლებინოთ,” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, პროფესორი ბექა .

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი – პირი, რომელმაც მოწვევა გამოაგზავნა, საერთოდ არ არის კომისიის თანამშრომელი – მოწვევაზე კომისიის წერილობითი გადაწყვეტილება საქმეში არ არის, ამის გარეშე კი სისხლის სამართლის საქმე არ არსებობს